მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილებმა სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გამართეს

დევნილებმა სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გამართეს

Published on

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილების განცხადებით, უკვე მეორე წელია წყლის პრობლემა აწუხებთ და ამ დრომდე პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, მრავალგზის თხოვნის და მიმართვის მიუხედავად, პრობლემა პრობლემად დარჩა. დევნილების განცხადებით, წინასაარჩევნოდ მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლები ჰპირდებოდნენ წყლის სისტემის მოწესრიგებაში დახმარებას, თუმცა როგორც მათ განაცხადეს, არჩევნების დასრულების შემდეგ დევნილები და მათი საყოფაცხოვცრებო პირობებით არავინ დაინტერესებულა.

თაბუკაშვილის ქუჩაზე კომპაქტუირად ჩასახლებულ დევნილებს წყლის პრობლემა უკვე მეორე წელია აქვთ. როგორც ისინი ამბობენ, პრობლემა თავიდანვე არასწორად წარმოებულმა სამუშაოებმა გამოიწვია. შედეგად, უკვე მეორე წელია წყლის გარეშე არიან. მათი თქმით, სასმელ წყალს ისინი მეზობლად მდებარე ჭიდან ეზიდებიან.

დევნილების შეკრებაზე დღეს ასევე იმყოფებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი. ანა წითლიძის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ათასობით ლარია დახარჯული.

თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული წყლის პრობლემასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა დევნილთა სამმართველოში. უწყების ხელმძღვანელის, მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით, დევნილებს წყლის მიწოდება უახლოეს მომავალში აღუდგებათ.

სასმელი წყლის პრობლემა თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს უკვე მეორე წელია აქვთ. აქაური მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სასმელი წყალი მოწამლულია და მისი დაბინძურება ფეკალურმა მასებმა გამოიწვია. წყლის დაბინძურების შედეგან შარშან რამდენიმე დევნილი შეუძლოდ გახდა, მოწავლის შედეგად მცირეწლოვნები ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდნენ.

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...