მთავარისიახლეებისამართალისაკონსტიტუციო კომისიამ ე. წ. სტრასბურგის მოდელზე უარი თქვა

საკონსტიტუციო კომისიამ ე. წ. სტრასბურგის მოდელზე უარი თქვა

Published on

საკონსტიტუციო კომისიამ ე. წ. სტრასბურგის მოდელზე, რაც საკონსტიტუციო კომისიისთვის ფუნქციის დამატებას ითვალისწინებდა, უარი თქვა. -ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან გუშინ, კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ გააკეთა.
 
საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით განიხილებოდა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა მისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, გადასინჯოს და დაადგინოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა. 
 
,,ეს იყო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მისცემოდა რეალური კონტროლის შესაძლებლობა ანუ საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებების კონსტიტუციური კონტროლის კომპეტენცია. სამწუხაროდ, ეს საკითხი უარყოფილია და კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს უფლება არ მიენიჭება,” – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. 
 
შეგახსენებთ, ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედების ინიციატივა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კონსტიტუციონალისტებმა, ნინო ბურჯანაძის პარტიამ და სახალხო დამცვლის აპარატმა წარადგინა. 
 
ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ახალი ინიციატივის ამოქმედების შედეგად საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა შემცირდება.
 
ინიციატივის ამოქმედების შედეგად საკონსტიტუციო სასამართლოში დამატებით მოსამართლეთა ახალი კოლეგიის არჩევა უნდა მოხდეს და შემადგენლობა შესაძლოა 9 მოსამართლიდან 15-მოსამართლემდე გაიზარდოს. არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასაკის 30 წლიდან 35 ან 40 წლამდე გაზრდაც.
 
ახალ ინიციატივას ოპოზიციამ იმთავითვე არ დაუჭირა მხარი. ინიციატივის ხარვეზებზე საუბრობდა საპარლამენტო უმრავლესობაც.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...