მთავარისიახლეებისაზოგადოებათამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მივლენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მივლენ

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მივლენ.

როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებაში FBI-ის ჩართულობისთვის შსს-ის მზაობა წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ვადებთან დაკავშირებით მთავარი არის პროკურატურის გადაწყვეტილება.

„შინაგან საქმეთა სამინისტოს მზაობა ერთი გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამის უკან მთავარი არის პროკურატურის და გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება იმ ვადებთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მთავარია“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების მოწვევა დაჩქარებულად უნდა მოხდეს.

„ყველაფერი დაჩქარებული წესით უნდა იყოს და არ იყოს მხოლოდ საზოგადოებაში გამოჩენა იმის, რომ ჩვენ ვართ მზად. ეს ყველაფერი დროულად უნდა მოხდეს“, – განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროში 11:00 საათზე მივა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...