მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში კაპარჭისა და უჩაღალის ნაპირებზე წყალმა დიდი რაოდენობით მკვდარი კარჩხანა გამორიყა

ფოთში კაპარჭისა და უჩაღალის ნაპირებზე წყალმა დიდი რაოდენობით მკვდარი კარჩხანა გამორიყა

Published on

ფოთში, მდინარეების კაპარჭისა და უჩაღალის  ნაპირებზე წყალმა დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამორიყა. მეთევზეების თქმით, ძირითადად კარჩხანაა.  ისინი ვარაუდობენ, რომ თევზების მასობრივი დაღუპვა  რაღაც დაავადებით შეიძება იყოს გამოწვეული. 
 
,,ჩემი აზრით, რაღაც ავადმყოფობაა გავრცელებული, თორემ წყალზე, რომ იყოს დამოკიდებული, ყველა სახეობის თევზი დაიხოცებოდა. ჩვენ მიზეზი არ ვიცით. მოვითხოვთ, სპეციალისტებმა გამოიკვლიონ,თუ რამ გამოიწვია თევზების დახოცვა“, – განაცხადა მეთევზე შუქურ ხარბედიამ ინტერპრესნიუსთან საუბარში. 
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი არჩილ გუჩმანიძე აცხადებს, რომ ისინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან. მისივე თქმით, სპეციალურმა ჯგუფმა წყლისა და თევზის სინჯები აიღო. თუ რამ გამოიწვია თევზის დახოცვა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი..

სიახლეები

სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა – კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა დღეს ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ...

ამდენი ბიტკოინი როგორ დააგროვე? – ელისო კილაძემ მამუკა მდინარაძის ბიტკოინ-საფულე გამოაქვეყნა

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ წინასწარ დაანონსებული სკანდალის ფარგლებში, მამუკა მდინარაძის ბიტკოინ-საფულე გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ...

გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება, დაზიანების არაერთი კვალი აღენიშნება – ადვოკატი

"გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება" - ამის შესახებ საკანში ნაცემი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატებმა...

„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ ნგრევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება – ტერიტორია ჯებირებითაა შემოსაზღვრული

„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები...