მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელის არმიამ სირიის სამხედრო ბაზებზე ავიაიერიში განახორციელა

ისრაელის არმიამ სირიის სამხედრო ბაზებზე ავიაიერიში განახორციელა

Published on

ისრაელის თვითმფრინავმა სირიის სამხედრო სამიზნეებზე იერიში მიიტანა,- BBC-ის ინფორმაციის ამის შესახებ ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები ისრაელის არმიის საპასუხო ქმედება იყო, რომელიც ისრაელის არმიამ სირიის მხრიდან დაბომბვის მცდელობის გამო განახორციელა.

„ისრაელის არმია სირიის მიწაზე განხორციელებულ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობას სირიის მთავრობას აკისრებს და ისრაელის სუვერენიტეტის ნებისმიერი დარღვევის წინააღმდეგ მოქმედებას მომავალშიც გააგრძელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, მათ მიერ განხორციელებული ავიაიერიშის სამიზნე ელ-კუნეიტრაში განთავსებული სირიის არმიის ბაზების “სადამკვირვებლო პოსტები, სადაზვერვო სისტემები, საზენიტო საარტილერიო ობიექტები და კონტროლის სისტემები” იყო.

აღსანიშნავია, რომ ავიაიერიშამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია 4 ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც, მათი მტკიცებით, გოლანის მაღლობების ისრაელის მიერ ოკუპირებული ნაწილის ახლოს ასაფეთქებელ ნივთიერებებს ამონტაჟებდნენ.

საჰაერო დარტყმების შესახებ ინფორმაცია სირიის სახელმწიფო მედიამაც დაადასტურა. მათი ცნობით, დედაქალაქ დამასკოს ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტებს “მატერიალური ზიანი” მიადგა.

სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანიზაციამ კი განაცხადა, რომ საჰერო იერიშების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

ცნობისათვის, ისრაელსა და სირიას შორის სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორი კვირის წინ ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად სირიაში ჰეზბოლას მებრძოლი დაიღუპა.

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...