მთავარისიახლეებისაზოგადოებააბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი უფასო ფაკულტეტების...

აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი.

Published on

 
2017-2018 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი, მთავრობის შესაბამისი დადგენილებით უნდა გაიწეროს. აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ 20 მაისამდე მაინც გახდება ეს სია ცნობილი, რადგან სწორედ ეს დროა ბოლო ვადა, როცა აბიტურიენტებს საკუთარ არჩევანში ჩასაბარებელი საგნების სიის შეცვლა შეუძლიათ.“ჯერ–ჯერობით ველოდებით მთავრობის დადგენილებას, როცა იქნება მაშინ გამოვაცხადებთ. მიმდინარეობს მსჯელობა გადაიხედოს, თუ არა გასულ წლებში არსებული ჩამონათვალი. თუმცა, მე თუ მკითხავთ, გაცილებით კარგი იქნებოდა ეს ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი მანამდე ყოფილიყო, სანამ რეგისტრაცია დაიწყებოდა. იმედი მაქვს 20 მაისამდე გაირკვევა ეს საკითხი, რადგან სწორედ ამ დრომდე შეუძლიათ აბიტურიენტებს შეცვალონ საგნების ჩამონათვალი. გვინდა თუ არ გვინდა, რეგისტრაციის დროს აბიტურიენტი ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს 20 მაისამდე გაირკვევა,” – განაცხადა  მაია მიმინოშვილმა.მთავრობას შესაბამისი ჩამონათვალი და დაფინანსების ოდენობა დასამტკიცებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა გადაუგზავნოს.  სამინისტრო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას.

სიახლეები

რუსეთმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც...

შსს-მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების...

აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია. ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი,...