მთავარისიახლეებიმსოფლიოეგვიპტის სასამართლომ ჰოსნი მუბარაქი პატიმრობიდან გაათავისუფლა

ეგვიპტის სასამართლომ ჰოსნი მუბარაქი პატიმრობიდან გაათავისუფლა

Published on

ეგვიპტის სასამართლომ ჰოსნი მუბარაქი პატიმრობიდან გაათავისუფლა. პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარის მოთხოვნას დაუჭირა მხარი და დაკავების დღიდან პატიმრობაში გატარებული პერიოდი სასჯელის ვადაში ჩაუთვალა.
 
2011 წლის რევოლუციის შემდეგ ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღძრა, თუმცა ერთი კვირის წინ კაიროს საკასაციო სასამართლომ ექსპრეზიდენტი გაამართლა დემონსტრანტების მკვლელობის ნაწილში  და რევოლუციის დროს დემონსტრანტების მკვლელობის შესახებ ბრძანების გაცემის ბრალდება მოუხსნა.
 
რაკი იგი გამართლდა იმ მუხლში, რომლითაც 2011 წლის იანვარში 239 მომიტინგის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა  ჰქონდა მისჯილი, ხოლო   სამწლიანი პატიმრობა, რომლიც   სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით განესაზღვრა, მან უკვე მოიხადა, მუბარაქი თავისუფალია. 
 
ადვოკატის განცხადებით, 88 წლის მუბარაქი ამ დროისთვის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება და მკურნალობის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნდება.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...