მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრო ბრეგაძე სუს-შია დაბარებული. იგი ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში...

სანდრო ბრეგაძე სუს-შია დაბარებული. იგი ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება

Published on

ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ძალადობრივი მოძრაობისა და პოლიტიკური პარტიის, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე სუს-ში დაიბარეს. უწყების განცხადებით, ბრეგაძე გამოიკითხება ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში

სანდრო ბრეგაძემ 20 ივლისს გიგა ბოკერია და ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სეპარატისტული ტენდენციების გაღვივებაში დაადანაშაულა. ბრეგაძემ თქვა, რომ გასულ კვირას, მისი პარტია არ მონაწილეობდა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მას ცილი დასწამეს.

პროპუტინელმა პოლიტიკოსმა თქვა ისიც, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში “ვინმე იმამკულიევის ბანდა დაძრწის”, რომელიც, მისი მტკიცებით, საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. ბრეგაძე იმამკულიევის და ხაზარაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მარნეულში, ბოლშევიკი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის და მწერლის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით, 16 ივლისს აქცია გაიმართა . აქციას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი და კიდევ ერთი პროპუტინული დაჯგუფების, “ზნეობის” ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი უძღვებოდნენ. ფალავანდიშვილი და სანდრო ბრეგაძე რამდენიმე წელია, სხვადასხვა ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ აქციებს ერთად ატარებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე თვეა, “რასობრივი დისკრიმინაციისა და ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივების” საქმეს იძიებს.

30 მაისს უწყებამ განაცხადა, რომ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები ქვემო ქართლსა და კახეთში “თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას […]

აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით”. – წერდა სუს-ი.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...