მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

Published on

საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი 70 წელს გადაშორებული კაცია.

“ახალი პაციენტებიდან, ამ 2-3 დღის განმავლობაში, ერთერთის მდგომარეობა მძიმეა”. – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს დილით ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. მისივე განმარტებით, დაწყებული მკურნალობის ფონზე, მძიმე პაციენტის მდომარეობა სტაბილურდება და პროგრესირება აღარ შეინიშნება.

დღეს, 20 ივლისს, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 5 ახალი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. “ამ 5 დადასტურებული შემთხვევიდან 1 გახლავთ შემოტანილი, ეს არის საკარანტინო სივრციდან რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქე, რომელსაც კარანტინში დაუდასტურდა დიაგნოზი და გადმოიყვანეს ჩვენთან. დანარჩენი 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები”. – ამბობს ეზუგბაია.

სულ მარინა ეზუგბაიას ცნობით, კოვიდცენტრებში, დღევანდელი მონაცემებით, 162 პაციენტი მკურნალობს. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 41 ადამიანია გადმოყვანილი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1039 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 900 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 534 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 267.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...