მთავარისიახლეებიპოლიტიკაბექა ოდიშარია სამი თაობის მთაწმინდელია, გიგი უგულავა - ოთხი თაობისა,...

ბექა ოდიშარია სამი თაობის მთაწმინდელია, გიგი უგულავა – ოთხი თაობისა, ირაკლი კობახიძე კი შესაძლოა სულაც თბილისელი ხოხობი იყოს, ქოჩორი უგავს

Published on

“ერთადერთი კაცი ვიცი, ვინც ადეიშვილის სადღეგრძელოს სვამდა მაგიდაზე შემდგარი და ეს კაცი იყო იმ 30-ს შორის ერთი — ბექა ოდიშარია”, — ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატად ოდიშარიას წარდგენას. მან სხვა კანდიდატებიც გააკრიტიკა და “მინი ოლიგარქებად” მოიხსენია.

“მე ოთხი თაობის მთაწმინდელი ვარ, მერე?” — ასე ეხმაურება გიგი უგულავა ირაკლი კობახიძის მიერ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას დახასიათებას. ოდიშარიას წარდგენისას კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ის “სამი თაობით” მთაწმინდელია.

“ხოხობი არის მრავალი თაობის, სამი თაობის მთაწმინდელობა რას ნიშნავს? კი ბატონო – მე ოთხი თაობის მთაწმინდელი ვარ, მერე? ეს რა სიბნელეა ან რა კომპლექსია” — განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ მაჟორიტარობის კანდიდატებზე, რომლებიც მოქმედი დეპუტატები არიან, მაგრამ იშვიათად აქტიურობენ:

“ვინმეს გაუგონია ანზორ ბოლქვაძის ხმა პარლამენტში? ვინმეს გაუგონია გოჩა ენუქიჩის ამოღებული ხმა და მისული მიკროფონთან?”

დღეს ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის 30 კანდიდატი წარადგინა. კანდიდატებს შორის არიან ოცნების ძველი სახეებიც.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...