ახმეტაში ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. სადაც ამავე სახლში მყოფ პირსა და ოლიმპიურ ჩემპიონს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ყოფილ დეპუტატს ცივი იარაღით მკერდის არეში ჭრილობა მიაყენეს; დაჭრილია მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადამიანი.
ორივე დაშავებული ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, არცერთს შემავალი ჭრილობა არ აღენიშნება.
გვიან ღამემდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და პოლიციას სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს.
მომხდარზე გამოძიება 117 -ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.