მთავარისიახლეებისაზოგადოება67 წლის ქალს, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა, რეკონსტრუქციული ოპერაციები ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

67 წლის ქალს, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა, რეკონსტრუქციული ოპერაციები ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

Published on

ქალს, რომელიც პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა, რეკონსტრუქციული ოპერაციები ჩაუტარდა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„ამ წუთშიც მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჩატარებულია რეკონსტრუქციული ოპერაციები და ვნახოთ, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება,“ – განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 67 წლის ქალი ძაღლმა დაგლიჯა. მას ნაფლეთოვანი ჭრილობები თავის, კისრის, გულ-მკერდისა და კიდურების არეში აღენიშნებოდა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...