მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტვილში, სალხინოში, პროექტი "ევროპული არდადეგები" დაიწყო

მარტვილში, სალხინოში, პროექტი “ევროპული არდადეგები” დაიწყო

Published on

16 ივლისს, მარტვილში, სალხინოში, პროექტი “ევროპული არდადეგები” დაიწყო. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის (უფროსი კლასის მოსწავლეები) ზაფხულის პერიოდში ერთდღიანი სემინარები ჩატარდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. პროექტის გახსნაზე სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ახლაგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. მომხსენებლებმა ახალგზარდების საქართველოს ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნის დასავლური კურსის მნიშვნელობასა და ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელზე ინფორმირებულობაზე გაამახვილეს ყურადღება.

“ იმისათვის, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ევროინტეგრაციის პროცესებში, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათთვის ინფორმაციის სწორი მიწოდება მიმდინარე პროცესებისა და ხელშესახები სიკეთეების, მაგალითად ევროპული განათლების შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს. -განაცხადა თამარა წულეისკირმა.

პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ერთობლივად ახორციელებს და მოიცავს როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს, კერძოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-მდე ახალგაზრდა სხვადსხვა რეგიონიდან, ეწვევა მარტვილს, სათაფლიას, ვარძიას, ბათუმს და წინანდალს და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობის და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...