Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა – 72% ყველაზე მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. მას მოსდევს სიღარიბე – 61% და მზარდი ფასები – 48%.
კითხვაზე, რომელი მნიშვნელოვანი პრობლემები დგას ქვეყნის წინაშე, გამოკითხულთა 26% პასუხობს: ოკუპირებული ტერიტორიები, კორონავირუსს კი, მნიშვნელოვან პრობლემად მხოლოდ 16% მიიჩნევს.
განათლება კვლევაში მონაწილეთა 12%-ს ჰგონია მნიშვნელოვანი პრობლემა, ხოლო კანონის უზენაესობის ნაკლებობა – 10%-ს.
Edison research-მა კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 2000 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.