მთავარისიახლეებიმსოფლიოხუთასამდე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი ქალაქ მოსულში მიკვლეულ მასობრივ სამარხებში

ხუთასამდე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი ქალაქ მოსულში მიკვლეულ მასობრივ სამარხებში

Published on

500 – მდე ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა ერაყელი სამხედროების მიერ ისლამისტებისგან ქალაქ  მოსულის ერთი ნაწილის გათავისუფლების შემდეგ მიკვლეულ მასობრივ სამარხებში.
 
დადგენილია, რომ ეს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ  2014 წელს ქალაქის დაკავების შემდეგ  სიკვდილით დასჯილი შიიტი პატიმრების სამარხებია. შიიტთა შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენელთა თქმით, სამარხები 11 მარტს იპოვეს ბადუშის ციხის სიახლოვეს, სადაც პატიმრების დახვრეტა მოხდა.  
 
ჩვენება მასობრივი მკვლელობების შესახებ Human Rights Watch-ს გადარჩენილმა პატიმრებმა მისცეს,მაგრამ რადგანაც ქალი ამ დრომდე ჯიხადისტების კონტროლქვეშ იყო, სამარხებამდე მისვლა შეუძლებელი იყო.
 
სხვადასხვა წყაროების, მათ შორის გაეროს მონაცემებით, მასობრივი დახვრეტების დროს ისლამურმა სახელმწიფომ მინიმუმ 600 პატიმრის ლიკვიდაცია მოახდინა. 
 
 
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...