მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პარტიული საარჩევნო სიის სათავეში, მისი...

,, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პარტიული საარჩევნო სიის სათავეში, მისი გადასაწყვეტია” – კილაძე, კობახიძე და სხვანი

Published on

,,სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ არ ყოფილა. რაც შეეხება უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრობას, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ის არის პირველი ნომერი პარტიაში, ის არის პარტიის თავმჯდომარე. თუ ის გადაწყვეტს ასეთ რამეს, ბუნებრივია, ის იქნება სიის პირველი ნომერი. პირველ რიგში, მისი გადასაწყვეტია ეს, იმიტომ, რომ ის არის ნომერ პირველი პარტიაში. – თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ. ის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსად დაინიშნა, თუმცა, მმართველი გუნდის სია ჯერ შედგენილი არ არის.

,,ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია. ბიძინა ივანიშვილის გარეშე მე ქართული ოცნება ვერ წარმომიდგენია …

ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში არის ჩართული და თქვენ რატომ გიკვირთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა? რა მნიშვნელობა აქვს, დღეს მთელი მსოფლიო ვირტუალურად უკავშირდება ერთმანეთს. მე, პირადად, არაერთ ვირტუალურ კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა, შიდა გუნდურ შეკრებებსაც ვირტუალურად ვაკეთებთ, ამაში, დღეს, 21-ე საუკუნეში, კოვიდ 19-ის პირობებში, რა არის გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირტუალურად ჩაერთო პოლიტსაბჭოს სხდომაზე?– ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ კითხვას, რატომ არ ჩანს საჯაროდ ბიძინა ივანიშვილი.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...