არ დავმალავ, არის საუბარი გაერთიანებიდან ძალა ერთობაშია” “ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე, – აცხადებს ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე. – არ ვიცი, გადის თუ რა ის და რა ფორმით მოხდება ეს და ვფიქრობ , ამ თემაზე საბოლოო კომენტარი თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს.
„ რაც უნდა მოხდეს, მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთს მხარს დავუჭერთ, რა თქმა უნდა,მაგრამ პროპორციულ ნაწილში შესაძლებელია, თერთმეტივე პარტიამ ცალ-ცალკე სუბიექტებად მიიღოს მონაწილეობა განაცხადა გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური გამოეხმაურა.
წიკლაურის თქმით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმაში არ აქვს გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ დატოვება.
“ძალა ერთობაშია“ არის სტაბილური და წარმატებული კოალიცია. ვმუშაობთ იმაზე რომ მისი შემადგენლობა გაფართოვდეს და გაძლიერდეს, რომ კონკურენცია გაუწიოს პარტიას რომელიც ოქტომბერში ხელისუფლების სათავეს ჩამოშორდება. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ გაერთიანებას ვტოვებთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი გეგმაა კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს კოალიცია.” – განაცხად წიკლაურმა.