ამ წუთებში ბათუმის ქუჩებში დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციის სპეცრაზმები იმ ჯგუფის წარმომადგენლებს აკავებენ, რომლებიც ბოლო საათებში განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.
ისინი ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებს და ქალაქის ინფრასტრუქტურას. ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა, რომელთა შორის არასრულწლოვანებიც იმყოფებოდნენ, პოლიციის სამმართველოსთან ბენზინი მიიტანა. სამართალდამცავების მისამართით ქვებს ისროდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდენ. ხელს უშლიდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლის კერების ჩაქრობაში.
სპეცრაზმელებს ისევ მოუხდათ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება.
თუმცა, აშკარა გახდა, რომ დაშოსმინების ნაცვლად მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, ცეცხლის კერების განახლებას გეგმავდა – მათ ბარიკადების აგება იწყეს . პ
ბათუმში არეულობა 12 საათზე მეტია, რაც გრძელდება, გადაწყვეტილება მისი აღკვეთის შესახებ ახლახან იქნა მიღებული ძალოვანების თათბირზე შს მინისტრის ხელმძღვანელობით.