მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ იმოქმედოს დაძაბულობის მშვიდობიანი განმუხტვისათვის

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ იმოქმედოს დაძაბულობის მშვიდობიანი განმუხტვისათვის

Published on

ნაციონალური მოძრაობა  მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფოდ იმოქმედოს ბათუმში შექმნილი უაღრესად საშიში ვითარების მშვიდობიანად განმუხტვისათვის.
 
,,უკიდურეს შეშფთებას გამოვთქვამთ ბათუმში განვითარებული ძალადობრივი პროცესების გამო, რომელსაც წინ უძღოდა საქართველოს მოქალაქეების კანონიერი მშვიდობიანი პროტესტი პოლიციის კონკრეტული თანამშრომლების მიმართ.  – ნათქვამია პარტიის საგანგებო განცხადებაში –  ვგმობთ ძალადობას, რომლის ასე სამწუხარო გამოვლინებაც  იყო უპრეცედენტო დანაშაული – საპატრული პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება! 
 
პროტესტის გამოხატვა უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად. მოვუწოდებთ ბათუმის ქუჩებში გამოსულებს და ბათუმელებს სიმშვიდისკენ და მართლწესრიგის დაცვისკენ. მოვუწოდებთ მათ, არ აყვნენ პროვოკაციებს, ხელი შეუწყონ ვითარების განმუხტვას და სტაბილურობას.
 
საგანგაშო იყო ხელისუფლების არაადეკვატური რეაქცია სახალხო პროტესტზე. მისი სრული უმოქმედობა – დროულად განემუხტა ვითარება, რასაც პროცესების ძალადობაში გადასვლა მოჰყვა, ხელისუფლებაზე გაბრაზებული მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, არიან დაშავებულები, მათ შორის პოლიციის მხრიდან. 
 
ბათუმში შექმნილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც საქართველოში ასე დასუსტდა და მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლის პირობებშიც დასაცავია პოლიცია სრული დემორალიზაციისგან.
 
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ იმოქმედოს ბათუმში შექმნილი უაღრესად საშიში ვითარების მშვიდობიანად განსამუხტავად. სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ძალადობის ესკალაციის მიზეზები და გარემოებები. ამასთან, ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ქვეყანაში ძალადობრივი პროცესების განვითარებაში, რომელსაც არ შეუძლია კრიზისებთან გამკლავება, რომელიც არის ოლიგარქ ივანიშვილის – და არა საქართველოს და მისი მოქალაქეების სამსახურში. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებში მატულობს უკმაყოფილება და ბრაზი უპასუხისმგებლო ხელისუფლების, ნეპოტიზმის, კორუფციის, განუკითხაობის, უპერსპექტივობის მიმართ.
 
ხელისუფლება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სიმშვიდეს და სტაბილურობას, გვართმევს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ იმოქმედოს ბათუმში შექმნილი უაღრესად საშიში ვითარების მშვიდობიანად განსამუხტავად.'' – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში
 

სიახლეები

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...