მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ასეთი მესიჯბოქსით საუბარი სამარცხვინოა'', ,,პრემიერი პატარა ავტორიტარული ქვეყნის წარმომადგენელის მსგავსად...

,,ასეთი მესიჯბოქსით საუბარი სამარცხვინოა”, ,,პრემიერი პატარა ავტორიტარული ქვეყნის წარმომადგენელის მსგავსად იქცევა”- საზოგადოების რეაქცია პრემიერის წერილზე ევროპარლამენტარებისადმი

Published on

გიორგი კვირიკაშვილის წერილს,  რომელიც მან ევროპარლამენტარებს მათსავე წერილზე საპასუხოდ გაუგზავნა საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოყვა.
 
 „ საქმე რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ'' არის ტექნიკური სახელი, რითიც საქართველოს ხელისუფლება მანიპულირებს და და  ასეთი მესიჯბოქსით საუბარი არის სამარცხვინო  პრემიერის გზავნილი არის დასტური, რომ ხელისუფლება არის მხარე რუსთავი2-თან დავაში, ასეთი გაწიწმატება ამას მოწმობს,“ – ასე გამოეხმაურა მედია ექსპერტი ნინო დანელია გიორგი კვირიკაშვილის წერილს
,,პრემიერი  პატარა ავტორიტარული ქვეყნის წარმომადგენელის მსგავსად იქცევა. ეს ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და მის შანსზე, გააგრძელოს წარმატებული თანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან და ადამიანებთან, ვისთანაც პარტნიორობაზე დამოკიდებულია საქართველოს პროგრესი,“ – განაცხადა გიორგი ბადრიძემ. 
 
შეგახსენებთ, რა მიწერა  გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტარებს, რომელთაც  ხელისუფლების მიმართ საკმაოდ მკაცრი, მაგრამ საქართველოსადმი კეთილგანწყობილი აზრი გამოთქვეს ქვეყანაში თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი სასამართლოს  შემზღუდველ ქმედებებთან დაკავშირებით.
 
,,ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო 2017 წლის 7 მარტით დათარიღებული თქვენი წერილი, – წერს გიორგი კვირიკაშვილი – განსაკუთრებით გამაოცა მასში გამოთქმულმა მძიმე ბრალდებებმა, საქართველოს სხვა პარტნიორებისა და მეგობრების შეხედულებებისა და რეკომენდაციებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ყველა მტკიცებულების უგულებელყოფა და საქართველოს დადანაშაულება კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში, რაც თითქოს ემსახურება მისი მფლობელისა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ამ გზით დემოკრატიისა და თავისუფალი მედიისთვის დარტყმის მიყენებას, რასაც ემატება ბრალდება სასამართლოს მანიპულაციაში კონკრეტული პოლიტიკური შედეგის მიღების მიზნით – ყოველივე ეს, ჩემი აზრით, უსამართლო და უსაფუძვლოა”, – ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს. 
 
ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა შევასრულოთ ჩვენი ხალხის მოთხოვნები და წინსვლას მივაღწიოთ რეფორმების გზაზე, რათა საქართველო იქცეს ევროპული სტილის ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყნად, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, ფუნდამენტური უფლებების დაცვას და სიტყვის თავისუფლებას, ასევე ხელისუფლების მხრიდან ძალადობის, დევნისა და ზეწოლისგან თავისუფლებას. '' – წერს გიორგი კვირიკაშვილი  საპასუხო წერილში. ევროპარლამენტარებისადმი.
 
 
 
 

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...