მთავარისიახლეებიმსოფლიოშავი ჭირი ჩინეთში. ქალაქ ბაიან ნურში,სადაც დაავადების შემთხვევა გამოვლინდა, განგაში გამოცხადდა

შავი ჭირი ჩინეთში. ქალაქ ბაიან ნურში,სადაც დაავადების შემთხვევა გამოვლინდა, განგაში გამოცხადდა

Published on

ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, „შიდა მონღოლეთში“ ხელისუფლებამ ეპიდემიური გაფრთხილების შესახებ განაცხადა, მას შემდეგ რაც ადგილობრივი მოქალაქე შავი ჭირით დაავადდა.

შავი ჭირი, რომელიც შუა საუკუნეებში ცნობილი იყო როგორც შავი სიკვდილი, ერთ-ერთი ყველაზე გამანადურებელი დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 100 მილიონი ადამიანი მოკლა მე-14 საუკუნეში.

ჩინეთში დაავადების დადასტურებულმა შემთხვევებმა შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

ჯანმრთელობის ადგილობრივი კომისიის განცხადებით, ქალაქ ბაიან ნურში განგაში გამოცხადდა მას შემდეგ რაც მეცხვარე მამაკაცს ზემოხსენებული დაავადება დაუდგინდა.

ქალაქის მთავრობამ დაუყოვნებლივ გამოაცხადა მთელ ტერიტორიაზე განგაშის მესამე დონე. აღნიშნული ღონისძიება ტარდება მაშინ, როდესაც ქალაქში ფიქსირდება შავი ჭირის 1-იდან 20-მდე დადასტურებული შემთხვევა. ხელისუფლების მთავარი უწყებების დადგენილებით, აიკრძალა ნადირობა და დაწესდა შეზღუდვა ისეთი ცხოველების ჭამაზე, რომლებიც შესაძლოა, შავი ჭირის გადამტანები იყვნენ.

ინფექციონისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, განაცხადონ შავი ჭირის საეჭვო შემთხვევების დროს ან უბრალოდ პაციენტისთვის გაურკვეველი მიზეზებით სიცხის დაფიქსირების დროს.

სიახლეები

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...

შსს – დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული...

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ. ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილ...