მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუშინ თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულია 70-მდე ოჯახი

გუშინ თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულია 70-მდე ოჯახი

Published on

გუშინ თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა  მოსახლეობამ წუხანდელი  ღამე სხვადასხვა სასტუმროში გაათია.
 
ზარალის დათვლა ჯერაც მიმდინარეობს, მაგრამ უკვე დადგენილია, რომ დამწვარია 2 500 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი . 
დაზარალებულია 70-მდე ოჯახი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება კი 3-მა მეხანძრემ მიიღო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაზუსტებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა. ხანძრის კერა სამსართულიანი სახლის სახურავზეა მიგნებული 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დაუდევრობით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
 
,,მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით, – განაცხადა ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ   "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში . –   დღეიდან, იქ, სადაც უსაფრთხოა ცხოვრება, მოსახლეობა, რასაკვირველია, შევა თავის სახლებში, თუმცა არის დაზიანებული ბინებიც, სადაც აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშავებთ, რათა დროულად აღდგეს.” 
 
მერის განცხადებაზე  რეაქცია სკეპტიკურია – მოსახლეობას არაერთგზის ნახა, რა ფასი აქვს მის ამგვარ განცხადებებს მაქსიმალური დახმარების შესახებ. 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...