როდის ჩადგება ქარი?

Published on

მეორე დღეა ზუგდიდში და მთელ სამეგრელოში ძლიერი ქარი ქრის. ქარწაღებული ყვავილების ფრენა ვიღაცისთვის ლამაზია, ვიღაცისთვის – გულის დამწველი,  თუ დიდხანს გაგრძელდა ასე, წელს ხილი სანატრელი გახდება.
როდის ჩადგება ქარი?
 
 სინოპტიკოსების ცნობით, კოლხეთის დაბლობზე და  ზემო იმერეთში დღესაც  იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრი იქნება. 12 მარტს ქარი შესუსტდება, თუმცა 13 მარტს შესაძლებელია ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იყოს. 
 
დღეს, შესაძლებელია ქარი გაძლიერდეს აღმოსავლეთ საქართველოშიც, გორი-სურამის მონაკვეთზე,ქარის  სიჩქარე 17-22 მეტრი წამში იქნება;  სუსტი ქარი იქროლებს კახეთსა და თბილისშიც. 
 
13 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 18-23 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 12-17 გრადუსამდე. თბილისში პერიოდულად მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ღამით ჰაერის მაქსიმალური ტმპერატურა 5-7 გრადუსი იქნება, დღისით – 15-17 გრადუსი.
 
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავა აცხადებს, 13 მარტის ჩათვლით საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმა, რის შედეგადაც ტემპერატურის მკვეთრი კლება მოსალოდნელი არ არის.
 
14-15 მარტს საქართველოს უმეტეს რეგიონში იწვიმებს. 
 
14 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. შესაბამისად, ქვეყნის დასავლეთ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.
 

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...