მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩხოროწყუს გამგეობის თამანშრომელი გამგებელს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს

ჩხოროწყუს გამგეობის თამანშრომელი გამგებელს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს

Published on

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის „სპორტის ცენტრის“ ყოფილი მწვრთნელი ვარლამ სიჭინავა ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დღეს მან მედიისთვის სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში ისაუბრა. მისი განცხადებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით, ცენტრის ხელმძღვანელმა დაკავებული თანამდებობიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლა, თუმცა, სიჭინავას განცხადებით, მან აღნიშნული თანამდებობა პარტიული კუთვნილების და თბილისში, რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობის მიზეზით დაკარგა. ვარლამ სიჭინავა აცხადებს, რომ მას მუნიციპალიტეტის გამგებელმა შესთავაზა დაეტოვებინა ნაციონალური მოძრაობა და ქართულ ოცნებაში გადასულიყო, თუმცა მისი განცხადებით, ამას ვერ გააკეთებდა.

აღნიშნულ ბრალდებებს მედიასთან დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა უპასუხა. დავით გოგუას განცხადებით, უწყებაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად არა მხოლოდ ერთი თანამშრომელი, არამედ 49 ადამიანი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, მათ შორის მმართველი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერებიც.

სამსახურიდან გათავისუფლებული ვარლამ სიჭინავა აპირებს მიმართოს სასამართლოს ყოფილი დამსაქმებლის წინააღმდეგ.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...