მთავარისიახლეებისამართალიხვალ ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს

ხვალ ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს

Published on

ხვალ ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს – საუბარია მისი ციხის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე.
განხილვა  ზეპირი მოსმენით მოხდება.
სასამართლო სხდომაზე მხარეები საკუთარ პოზიციებს წარმოადგენენ.
პროცესი ხვალვე დასრულდება, თუმცა როდის გამოიტანს დიდი პალატა გადაწყვეტილებას, უცნობია.
,,დიდი პალატის ზეპირი მოსმენა გაიმართება 8 მარტს, სასამართლო განიხილავს თავიდან ბოლომდე მთელს საქმეს და დაადგენს დაირღვა თუ არა ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენცია. უჩა ნანუაშვილი, როგორც სახალხო დამცველი მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შემდგომ შეხვდა ბრალდებულს, გაესაუბრა, მიიღო მისგან ინფორმაცია, შეასრულა სახალხო დამცველის ვალდებულებები. ამასთან დაკავშირებით მოგვაწოდა ინფორმაცია, რაც წარვადგინეთ სასამართლოში,“ – განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ, რომელიც სტრასბურგშია ჩასული 
 
 
 
„

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...