მთავარისიახლეებირეგიონებისამტრედია - გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე პოლიციაა მობილიზებული

სამტრედია – გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე პოლიციაა მობილიზებული

Published on

სამტრედია – გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ.
გაფიცულმა მუშებმა აქცია გამართეს. ისინი ხელფასების დროულად დარიცხვას, ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე სამი თვეა ანაზღაურებას ვერ იღებენ და იანვრის შემდეგ ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილი აიღეს. 
,,ხელფას ნორმალურად ვერ ვიღებთ. შრომითი პირობები კი ისეთია,რომ მონასაც კი არ ამუშავებენ ასე. ეს არის ქვეყანა? ლუკმა-პურისთვის ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა“, – აცხადებენ გაფიცული მუშები. 
სამშენებლო კომპანია „ალტკომში“, რომელიც ავტობანზე სამუშაოებს აწარმოებს, განმარტავენ, რომ იანვრის თვის ხელფასი უკვე დაირიცხა და დარჩენილი დავალიანება მალე ანაზღაურდება.
ავტობანზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიცია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...