მთავარისიახლეებიკონფლიქტებიქართველების დაკავება ლეკუხონა - ფახულანის საზღვართან - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო...

ქართველების დაკავება ლეკუხონა – ფახულანის საზღვართან – ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური განცხადებას ავრცელებს

Published on

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა მხოლოდ დღეს, 9 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია ე.წ. საზღვარზე საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან ერთად, საქართველოდან აფხაზეთში სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, 6 ივნისს დააკავა 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია“.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ეს პირები გალის რაიონის სოფელ ალაკუმხარაში დააკავეს. აფხაზები ასე უწოდებენ სოფელ ლეკუხონას, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს ესაზღვრება.

დაკავებულები დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია „პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ მუხლით. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით, ეს ქმედება ისჯება 2-დან 5 წლამდე პატიმრობით.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...