მთავარისიახლეებისამართალისენაკში დაკარგული რვა წლის ბავშვი ჯართის შეგროვების დროს მდინარეში ჩავარდა

სენაკში დაკარგული რვა წლის ბავშვი ჯართის შეგროვების დროს მდინარეში ჩავარდა

Published on

სენაკში, რამდენიმე დღის წინ დაკარგულ რვა წლის ბავშვს მდინარე ტეხურაში ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა და წყალში ჩავარდა. როგორც ირკვევა, ამ დროს  მდინარის პირას იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც დახმარება არ აღმოუჩინა მას. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადბენ, რომ ეს პირი დაკავებულია.
 
 მომხდარზე გამოძიება  მიმდინარეობს  სისხლის სამსართლის კოდექსის 129-ე მუხლით, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.
 
უწყების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარე ტეხურაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.
 
მოზარდი 24 თებერვალს დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს გულის დაავადება აწუხებდა და ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა. მოზარდის დედა, მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. რვა წლის ბავშვი კი, მამასთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...