მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩხრეკა საპატრიარქოში. რას ამბობს ომბუდსმენი

ჩხრეკა საპატრიარქოში. რას ამბობს ომბუდსმენი

Published on

საქართველოს სახალხო დამცველი, ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა იარაღი ამოიღეს.
 
უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ მან მედიის მეშვეობით შეიტყო და დამატებით დეტალებს განხორციელებულ ჩხეკაზე, მათ შორის, არც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, არ ფლობს.
 
„ჩვენ გუშინ მედიიდან შევიტყეთ ჩხრეკასთან დაკავშირებით, სხვა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია, არც ოფიციალური მათ შორის, შესაბამისი უწყებებისგან," – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. 
 
სახალხო დამცველი, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ დეკანოზზეც საუბრობს და ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ მამა გიორგი მამალაძის სურვილის მიუხედავად, ბრალდებულის დაკითხვის პროცესი გაჭიანურდა.
 
"რაც შეეხება დეკანოზის მდგომარეობას, მისი ჯანმრთელობა სტაბილურია, ის მზად არის დაკითხვისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი აღარ გაიწელება და მაქსიმალურად მოკლე ვადაში ძალიან ბევრ კითხვას, ამ საქმესთან დაკავშირებით გაეცემა პასუხი. ის რამდენიმე დღეა უკვე აცხადებს, რომ მზად არის ჩვენების მისაცემად,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
 
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უნდა იქნას გამოკვლეული, რამდენად მიზანშეწონილი იყო პატრიარქისთვის ოპერაციის წინა პერიოდში საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...