მთავარისიახლეებისაზოგადოება"დადგება დრო, როცა ყველაფერს ვიტყვი"- სოსო ოხანაშვილი

“დადგება დრო, როცა ყველაფერს ვიტყვი”- სოსო ოხანაშვილი

Published on

ძალიან ბევრი რაღაც ვიცი, ვიცი ის საქმეები, რომელიც იქ ხორციელდებოდა, – ამის შესახებ პატრიარქის დაცვის სამსახურის უკვე ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოსტსკრიპტუმი” განაცხადა. ”ამაზე საუბრისგან დღეს თავს შევიკავებ, მაგრამ დადგება დრო, როცა ყველაფერს ვიტყვი”, – განაცხადა ოხანაშვილმა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იყოს, ოხანაშვილმა განაცხადა, ”რა თქმა უნდა, იმაზე უფრო მეტი, რაც ახლა ხდება”. როგორც ოხანაშვილმა განმარტა, ეს ეხება ყველაფერს, როგორც ქონებას, ფინანსებს, ასევე გარიგებებს.კითხვაზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ შეიძლება ადგილი გვქონდეს რიგი მღვდელმთავრების და საერო ხელისუფლებების წარმომადგენელთა უკანონო გარიგებებთან, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ”ყველაფერი შეიძლება”. ”მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს რა მოხდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ეკლესია გათავისუფლდეს მსგავსი ბრძოლებისგან”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა. 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...