მთავარისიახლეებისაზოგადოებამოლოდინი, რომ ილია მეორე ბრალდებულ დეკანოზს შეიწყალებდა- არ გამართლდა, პატრიარქმა შენდობის ლოცვა...

მოლოდინი, რომ ილია მეორე ბრალდებულ დეკანოზს შეიწყალებდა- არ გამართლდა, პატრიარქმა შენდობის ლოცვა აღავლინა

Published on

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა აღავლინა, როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მრავალი სასწაული ჰქმნა უფალმა ქვეყანასა ზედა, რომელიც ხელს გვიწყობს ჩვენ სასუფევლისკენ სვლაში. ”ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც გზას გვიჩვენებს სასუფევლისკენ, ეს არის შენდობის კვირიაკე. შენდობის კვირიაკე თქვენ იცით, დაწესებულია პირველ საუკუნეებში, იორდანეს უდაბნოებში. ბერები ღებულობდნენ ლოცვა-კურთხევას, შენდობას ერთმანეთისგან და მიდიოდნენ უდაბნოში. მიდიოდნენ აღდგომის საგალობლების გალობით იმიტომ, რომ არ იცოდნენ ცოცხალი დაბრუნდებოდნენ თუ არა. ეს პირველი საუკუნეებიდან დღემდე მოდის და ჩვენ ვასრულებთ ამ შენდობის წესს”, – განაცხადა ილია მეორემ. პატრიარქის თქმით, საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი, „ღვთისმშობელი გვეწევა ჩვენ და მომავალშიც შეგვეწევა“. ”არ უნდა გაგვიცრუვდეს იმედი, იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა, მომავლის. დიდი მარხვის წინ, ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალი ცოდვა ჩაგვიდენია. ან როგორ ვიტანთ ამდენ ცოდვას, ამდენ განსაცდელს, მაგრამ ღმერთი გავძლევს იმედს და მოთმინებას. მე შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალა, მადლი, სიყვარული, სიხარული, რომ განსაცდელის დროს არ დავეცეთ მიწაზე. იწყება დიდი მარხვა. ამ დროს უფალი გვაძლევეს ჩვენ მადლს სულისა წმინდისა და სული წმინდა არის უძლურთა მკურნალი. სულიწმინდა შეგვეწევა ჩვენ. არ შეგეშინდეთ, ღმერთი ჩვენთან არის. ღმერთი შეგვეწევა. ბოროტი დაითრგუნება. დღევანდელ დღეს ჩვენ შევყურებთ ცას, შევყურებთ ღმერთს და ვთხოვთ უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი ნებსითი თუ უნებლიე. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ბოროტის მატარებელი, უნდა გავთავისუფლდეთ ბოროტებისგან, უნდა განვიწმინდოთ ცოდვებისგან. მე ცოდვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეგთხოვთ აღავლინეთ თქვენი ლოცვა ღვთის წინაშე და შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი ნებსითი და უნებლიე”, -განაცხადა პატრიარქმა.საზოგადოების მოლოდინი, რომ შენდობის დღეს პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს შეიწყალებდა, არ გამართლდა, ილია მეორე ამ საკითხს არ შეხებია

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...