მესტიაში კურორტ „თეთნულდზე“ ზვავის ჩამოწოლის შედეგად 46 წლის გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა, ამის შესახებ საზოგადოებრივს მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ხუთი გერმანელი ტურისტი თოვლზე სრიალებდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა. როგორც კაპიტონ ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სამი ტურისტი უსაფრთხო გზით წავიდა, ხოლო ორმა აკრძალულ ზონაში გააგრძელა სრიალი. „ამ ორი ტურისტიდან სამაშველო ბალიშის გახსნა მხოლოდ ერთმა შეძლო და გადარჩა, ხოლო მეორემ სამაშველო ბალიში ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ გახსნა და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა" – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა. მესტიის გამგებლის თქმით, კურორტ „თეთნულდზე“ გერმანელი ტურისტების ხუთკაციანი ჯგუფი სამი დღის წინ ჩავიდა და იქ დარჩენას 3 მარტამდე გეგმავდა. საზოგადოებრივი დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, ზვავში უცხოეთის ორი მოქალაქე იყო მოყოლილი. როგორც შსს-ში აცხადებენ, სამაშველო ოპერაციის შედეგად, ერთი მათგანი უვნებლად ამოიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ნაპოვნია მეორე მოქალაქის ცხედარი.„გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112-ში" შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ კურორტ „თეთნულდზე“ უცხოეთის 2 მოქალაქე ზვავში იყო მოყოლილი. სამაშველო ოპერაციაში მყისიერად ჩაერთნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფის მაშველები. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველებმა შეძლეს ზვავში მოყოლილი მოქალაქეების პოვნა. ერთი მათგანი უვნებლად გამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნაპოვნია ასევე მეორე მოქალაქის ცხედარი" – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...