მთავარისიახლეებიპოლიტიკასასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა

სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა

Published on

სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. საქმე ეხება “ცენტრ პოინტზე” მიმდინარე პირველ საქმეს, რომელზეც ბრალდებულები არიან მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი, და კომპანია “დექსუსის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ივანე ცაგურია. აღნიშნულ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს გირაოს სახით 250 000 ლარის ჰქონდა შეფარდებული. პროკურატურამ კი დააყენა შუამდგომლობა, რომ ის ქონება, რომლითაც გირაო იყო უზრუნველყოფილი,მიემართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან ბრალდებული შეფარდებული გირაოს პირობებშიც კი აგრძელებდა მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებას, რის გამოც მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალი წაუყენეს. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას აბსურდულს უწოდებდა და მოითხოვდა, რომ სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა, თუმცა მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და მაია რჩეულიშვილს ის ქონება ჩამოერთვა, რომლითაც 250 000-ლარიანი გირაო იყო უზრუნველყოფილი. 

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...