კონგოში დატყვევებულ ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში სოსო ოსურაულის ტყვეობის ფაქტს ადასტურებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საელჩოს კონგოს მხარემ ინფორმაცია 22 თებერვალს მიაწოდა. უწყების ცნობით, კონგოს მხარის ინფორმაციით, ოპოზიციურმა დაჯგუფებამ დაატყვევა საქართველოს 1 მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, მაგრამ იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობს.„პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს ხელისუფლებასთან. კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ. 22 თებერვალს კი საქართველოს საელჩოს კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციურმა დაჯგუფებამ დაატყვევა საქართველოს 1 მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, მაგრამ იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობს."კონგოში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ყოფილი სამხედროები არიან და დამოუკიდებლად იმყოფებიან კონგოში. ვითარება რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია,”- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სიახლეები
მსოფლიო
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ:
„სამწუხაროდ...
მსოფლიო
სანამ საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ – მარტა კოსი
"საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ძალიან გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ...
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...