ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან არ შეუშვეს.როგორც პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მოულოდნელი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების პოზიცია, რომ ის არ შეეშვათ ბრალდებულთან.მიტროპოლიტმა აღნიშნულს “ხელისუფლების დიდი შეცდომა” უწოდა.„მოულოდნელი პასუხი მივიღე, რომ არ მიშვებენ მამა გიორგის სანახავად. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ხელისუფლება ამ შემთხვევაში. მიზეზი ჩემთვის არ განუმარტავთ”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.ამასთანავე, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებაზე, რომ უსაფრთხოების ნორმების გამო არ შეიძლება ბრალდებულ დეკანოზთან სასულიერო პირების შესვლა. “მამა მიქაელმა გააკეთა არასწორი განცხადება. მსგავსი თხოვნა ჩვენი მისამართით არ ყოფილა. უბრალოდ იყო თხოვნა, რომ ჩვენ გამოძიების პროცესში საგამოძიებო საკითხებთან დაკავშირებით არ გაგვეკეთებინა განცხადება, მაგრამ ის, რომ მამა გიორგი დაპატიმრებული მღვდელი და უდანაშაულო ადამიანი, სასულიერო პირმა არ მოინახულოს, საქართველოს ქრისტიანობის ისტორიას არ ახსოვს”, – განაცხადა პეტრე ცაავამ, რომელმაც გააპროტესტა ისიც, რომ მამა გიორგის არ ეძლევა საშუალება გაეცნოს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მედიით გასულ ინფორმაციებს.
სიახლეები
მსოფლიო
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ:
„სამწუხაროდ...
მსოფლიო
სანამ საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ – მარტა კოსი
"საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ძალიან გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ...
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...