მთავარისიახლეებისამართალითურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში ქართველი ქალი იპოვეს

თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში ქართველი ქალი იპოვეს

Published on

ორშაბათს, თურქმა მესაზღვრეებმა, სარფის სასაზღვრო პუნქტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. პოლიციას საეჭვოდ მოეჩვენა კაცი, რომელსაც ხელში ჩემოდანი ეკავა და მისი გახსნა მოითხოვა. ჩემოდანში ქალი აღმოჩნდა, – წერს თურქული Daily Sabah-ი.

დაკითხვის დროს პოლიციამ გაარკვია, რომ 28 წლის ქალი თურქეთიდან დეპორტირებული იყო. წყვილი დააკავეს, გამოძიება კი გრძელდება.

გამოცემა წერს, რომ ანალოგიური შემთხვევა სამი დღით ადრე, იგივე სასაზღვრო პუნქტში მოხდა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დიდ ხელჩანთაში ადამიანი იპოვეს, რომელიც უკანონოდ ცდილობდა თურქეთის ტერიტორიაზე შეღწევას. 

წყარო: Imedinews.ge

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...