მთავარისიახლეებიპოლიტიკადაუდგა ივანიშვილს განკითხვის ჟამი. მილიარდები გინდოდეს დასავლეთისაგან და არ სცემდე პატივს დასავლურ...

დაუდგა ივანიშვილს განკითხვის ჟამი. მილიარდები გინდოდეს დასავლეთისაგან და არ სცემდე პატივს დასავლურ დემოკრატიას, გამუდმებით ატყუებდე პარტნიორებს – ასე ვერ გაგრძელდებოდა

Published on

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ამერიკელი სენატორის განცხადება შეთანხმების შესრულებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ნიშანია, რომ შესაძლოა, ქვეყანას ის ფინანასური და სასურსათო დახმარებები შეუჩერდეს, რაც პარტნიორი ქვეყნების მიერ იქნა გამოყოფილი და რის ასახვასაც მთავრობა ახლა ბიუჯეტში აპირებს.

გოცირიძემ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან დამოკიდებულება არ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო.

“მილიარდები გინდოდეს დასავლეთისაგან და არ სცემდე პატივს დასავლურ დემოკრატიას, თამაშის პატიოსან წესებს, გამუდმებით ატყუებდე პარტნიორებს – ასე დიდხანს რომ ვერ გაგრძელდებოდა, ნათელი იყო. ხოდა დაუდგა ივანიშვილს განკითხვის ჟამი. მოვა დრო, მის მიმართ პერსონალური სანქციების მომსწრენიც გავხდებით.

პოლიტპატიმრების ყოლის დადასტურება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნატოსა და სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხს. საკუთარი ძალაუფლების მანიაკალური შენარჩუნების სურვილით, ივანიშვილი აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო ინტერესებსაც”, – თქვა გოცირიძემ.

სიახლეები

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...