მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებაში რომ ახალი დროის ექვთიმე თაყაიშვილი გვყოლია, გავიგეთ, მაგრამ ამასობაში ...

ხელისუფლებაში რომ ახალი დროის ექვთიმე თაყაიშვილი გვყოლია, გავიგეთ, მაგრამ ამასობაში ბექა და ბეშქენ ოპიზრების გამოჩენის დროც დამდგარა

Published on

“სახელისუფლო გუნდმა ფილიგრანულად, როგორც იუველირმა, ისე მართა სააღდგომო პროცესი.-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა POST TV-ის ეთერში.

ეს შეიძლება, უკვე ბევრ ადამიანს აქვს შეფასებული, მაგრამ დრო რომ გავა, ეს უფრო საგრძნობი გახდება – ჩვენ შევძელით, ამ უკიდურესი საფრთხის პირობებში არ შევხებოდით იმ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოებს, როგორიც არის ეკლესია, მეჩეთი და კარები არ დავკეტეთ, იმიტომ, რომ ეს ის ადგილებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს დროშიც კი, ამა თუ იმ ფორმით, მაინც ღია რჩებოდა

მაგრამ სხვა მეთოდებით, უფრო რთული გზით, მაგრამ ყველაფერი გონივრული რთულია ხოლმე, ეკლესიასთან თანამშრომლობით, ჩვენ, სახელმწიფომაც და ეკლესიამაც შევძელით, ვაჩვენეთ ის სახე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება” -განაცხადა მინისტრმა

შეგახსენებთ, პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სააღდგომო დღესასწაულების მაინც მრევლის თანდასწრებით ჩაატარა და მორწმუნეები ერთი კოვზით აზიარა. არაერთ ეკლესიაში დაირღვა ორმეტრიანი დისტანციაც.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...