მთავარისიახლეებიუკრაინა,,სააკაშვილმა და ზელენსკიმ თანამშრომლობის სხვა ფორმატი მოიძიეს, -ეს...

,,სააკაშვილმა და ზელენსკიმ თანამშრომლობის სხვა ფორმატი მოიძიეს, -ეს ახალი პოზიციაა“ – დავით არახამია

Published on

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი  უკრაინის ხელისუფლებაში „სხვა ფორმატით“ იმუშავებს.

„მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის მანძილზე პრეზიდენტ ზელენსკისთან კონსულტაციებს მართავდა და მათ სხვა ფორმატი მოიძიეს, რომლის ფარგლებშიც იმუშავებენ -ეს ახალი პოზიციაა“, – განაცხადა არახამიამ უკრაინულ მედიასთან საუბარში.

მედიის ცნობით, დავით არახამიამ არ დააკონკრეტა, თუ რა პოზიციაზეა საუბარი.

„ეს პრეზიდენტის ინიციატივაა. ჩვენ გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული და პრეზიდენტმა ეს მიხეილთან უკვე შეათანხმა. ეს მალე გახდება ცნობილი, შეიძლება დღესვე, ცოტა მოგვიანებით, ან შეიძლება მომავალ კვირას“,-აღნიშნა არახამიამ.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...