მთავარისიახლეებისაზოგადოება22 ახალი შემთხვევიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, 3 სვანეთის, ხოლო 4 -...

22 ახალი შემთხვევიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, 3 სვანეთის, ხოლო 4 – ბოლნისის – მარინა ეზუგბაია

Published on

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 22 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა, 15 თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, 3 სვანეთის, ხოლო 4 – ბოლნისის.როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 22 ახალი შემთხვევიდან ინფექციურში 4-ია მოთავსებული და ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ფასდებიან.

„24 საათში დაგვემატა 22 ახალი შემთხვევა და გვაქვს 539 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული დაგვემატა 10 და გახდა 178. 22 ახალი შემთხვევიდან 15 არის თეთრიწყაროს კლასტერიდან, სვანეთიდან არის 3 და დანარჩენი არის ბოლნისი. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში 4 დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43.

ჩვენგან გაეწერა 3 პაციენტი და ახლა გვყავს 65 გამოჯანმრთელებული.

ეს 4 ახალი პაციენტი, ჯერჯერობით, საშუალო სიმძიმის პაციენტებად ფასდება, მაგრამ ახლა გაფართოებული კვლევებითა და რადიოლოგიური მონაცემების შეჯერებით, ასევე, დინამიკაში კლინიკა როგორ გავნითარდება, შეგვიძლია ვთქვათ ხვალისთვის, მათი მდგომარეობა დარჩება უცვლელი, პროგრესირებას განიცდის თუ არა” – განაცხადა ეზუგბაიამ.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...