მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ბერაიას საზრუნავი სენაკის მუნიციპალიტეტს გასცდა და ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის გავრცელების წინაღმდეგ...

ირაკლი ბერაიას საზრუნავი სენაკის მუნიციპალიტეტს გასცდა და ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის გავრცელების წინაღმდეგ მებრძოლის მანტიას ირგებს

Published on

,,ჩვენი ყურადღების ცენტრშია ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები, იქ არსებული ვითარება, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, განსაკუთრებით იქ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომელიც მსოფლიოში COVID-19-ის ფართო გავრცელებას უკავშირდება, – ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან  დიმიტრი ხუნდაძესთან და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ედიშერ თოლორაიასთან ერთად რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა.

მისი თქმით, ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს აღებული საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე და ამისათვის ძალისხმევას არ იშურებს.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებას აღებული აქვს პასუხისმგებლობა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე. ქართული სახელმწიფო მათ ყველა პირობას სთავაზობს და კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უწევს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენს მიერ, აგრეთვე ნაბიჯები იდგმება ადგილზე მათი დახმარების კუთხითაც. COVID19 – ის გავრცელების პირობებში, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში მძიმეა ეპიდემიოლოგიური ვითარება, არ არის სათანადო კვალიფიკაციის პერსონალი და შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რუხის კლინიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის COVID 19 – ის დიაგნოსტიკის და მკურნალობის თვალსაზრისით. ისინი რუხში, რასაკვირველია, სხვა სახის სამედიცინო მომსახურებასაც მიიღებენ. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და რუხის კლინიკაც სწორედ ამ ამოცანას ემსახურება“, – წერს ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...