მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია, რომელიც საქართველოში 2:1 ზე ლიდერობს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გააცამტვერებს „პუტინის დამქაში“...

ოპოზიცია, რომელიც საქართველოში 2:1 ზე ლიდერობს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გააცამტვერებს „პუტინის დამქაში“ ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია, რომელიც საქართველოში “2:1 ზე ლიდერობს”, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გააცამტვერებს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილმა „პუტინის დამქაში“ უწოდა.

„პუტინის მომხრეებმა ჯერ აქ (უკრაინაში) ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება, შემდეგ კი – ჩვენთან, ეს მოხდა 2012 წელს. ახლა ჩვენ პუტინის მომხრეებს ხელისუფლებას წავართმევთ საქართველოში და აღარ დავუშვებთ, რომ ისინი როდესმე დაეფლონ ძალაუფლებას უკრაინაში. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ გავაკეთებთ უკრაინის ყველა პატრიოტული ძალის ერთიანი ფრონტით და, პირველ ყოვლისა, მე იმედს ვამყარებ პრეზიდენტ ზელენსკიზე, რომელსაც ზუსტად ესმის, რომ ხალხზე ახლა მუშაობს დღევანდელი მომენტის მთავარი პრინციპი, რომ გადავარჩინოთ სიტუაცია და არ მივცეთ რევანშის ძალებს შესაძლებლობა უპირატესობის მოპოვებისა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ,,უკრაინის” ეთერში საავტორო პროგრამა “სავიკ შუსტერის სიტყვის თავისუფლებაში.“

გადაცემაში სხვა სტუმრებთან ერთად მონაწილეობდა პრორუსულად მიჩნეული უკრაინელი პოლიტიკოსი, იური ბოიკო, ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, რომელსაც, სააკაშვილის თქმით, სხვა რამდენიმე უკრაინელ პოლიტიკოსთან ერთად სურს, რომ უკრაინა “რუსეთს დაუწვეს.”

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...