მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: "ქართული ოცნების დეპუტატებმა და მინისტრთა კაბინეტმა სასწრაფოდ დაიწყონ დღეში ექვს...

გრიგოლ ვაშაძე: “ქართული ოცნების დეპუტატებმა და მინისტრთა კაბინეტმა სასწრაფოდ დაიწყონ დღეში ექვს ლარზე ცხოვრება”.

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ქართული ოცნების ოცნებებია. მისი თქმით, მთავრობის წარდგენილ გეგმას ეკონომიკის გაჯანსაღებასთან და საქართველოს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაცვასთან კავშირი არ აქვს.

“ანტიკრიზისული გეგმა უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისგან – სასწრაფოდ შემსუბუქება საგადასახდო პრესის და სასწრაფოდ ლიბერალიზაცია მონეტარული პოლიტიკის, იმისთვის, რომ ასპროენტიანად დაეტყოს ეს საქართველოს მოქალაქეს, გაიზარდოს მოხმარება” – ამბობს ვაშაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მთავრობის გეგმით, “იმ თვითდასაქმებულებმა, ვინც ყველაფერი დაკარგეს კორონავირუსის პანდემიის გამო, იატაკზე დაცემული ლარის და უზარმაზარი, გაბერილი ფასების პირობებში უნდა მოახერხონ ექვს ლარზე არსებობა”.

ამიტომ, გრიგოლ ვაშაძე ქართული ოცნების დეპუტატებისგან და მინისტრთა კაბინეტისგან მოითხოვს, “სასწრაფოდ დაიწყონ დღეში ექვს ლარზე ცხოვრება”.

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...