მთავარისიახლეებიპოლიტიკამომეცით სტატუსი და მე გაძლევთ გარანტიას, თუ 5,5 მილიარდს არ ჩამოვიტან...

მომეცით სტატუსი და მე გაძლევთ გარანტიას, თუ 5,5 მილიარდს არ ჩამოვიტან დახმარებას, იმდენს ჩამოვიტან, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს – მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

Published on

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და დახმარებას სთავაზობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი შემოდგომამდე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს, ხოლო შემდეგ კი იურიდიული პროცესების გაგრძელების მომხრეა. „მე გთავაზობთ:
გამომიყენეთ უცხოური დახმარების მისაღებად.
მე მზად ვარ, მოვიარო ყველა უცხოური დედაქალაქი.
ძალიან ბევრს ვიცნობ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში, ვიცნობ თითქმის ყველას, ვინც ახლა ევროპელი ლიდერები არიან.

ჩვენი ყველა იურიდიული კამათი გადავდოთ მომავლისთვის და დავაწესოთ მორატორიუმი შემოდგომამდე. შემოდგომის შემდეგ გააგრძელეთ ჩემი იურიდიული პროცესები, გამასამართლეთ პიჯაკებზე და სხვაზე და სხვაზე.. მაგრამ მანამდე დააწესეთ მორატორიუმი.”- აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსს ითხოვს, რათა საერთაშორისო დახმარებების მიღებაში დაეხმაროს ხელისუფლებას:

“მომეცით სტატუსი საქართველოს ხელისუფლების დროებითი ოფიციალური წარმომადგენლის მხოლოდ ერთ საკითხში – უცხოური დახმარების მოპოვებაში და მე გაძლევთ გარანტიას, თუ 5,5 მილიარდს არ ჩამოვიტან დახმარებას, იმდენს ჩამოვიტან, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს,

დაავალეთ საელჩოებს, რომ ჩემთან ერთად მოიარონ აშშ-ის კონგრესი, ევროპის წამყვანი ქვეყნები და აზიის ქვეყნები, ისე რომ არ გამოვიდეს, რომ ჩემს თავს წარმოვადგენ მხოლოდ.

მომეცით ეს სტატუსი და მე ვპირდები ქართველ ხალხს, რომ ამ დახმარებას მივიღებთ!

მე რასაც ვლაპარაკობ, იმას ვაკეთებ ყოველთვის.
„საქმე ლაპარაკის ნაცვლად” – ჩემი ცხოვრების ლოზუნგია.
ბოლოსდაბოლოს, მომენატრა და მინდა, ჩემს ხალხს რამე გავუკეთო ამ გადამწყვეტ მომენტში, რადგან ახლა ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი დგება – ნამდვილი ცუნამი, შიმშილის დიდი ტალღა მოდის, ისეთი შიმშილის, 90-იანი წლების შემდეგ რომ არ ყოფილა.

ჩვენი ერის ფიზიკურად გადარჩენის მომენტი დგება და არა მხოლოდ ჯანმრთელობის.
ამიტომ გთავაზოვთ მე ამას” – აცხადებს სააკაშვილი ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

სიახლეები

“ოცნების” უმოქმედობამ შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის – ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელსაც 5 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს, ბრიუსელი "ოცნების" ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის...

ერევანში ზელენსკის მიპატიჟებას კრემლის უკმაყოფილება მოჰყვა

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს,...

ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია – მაკრონი

"სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები...

თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ოკრიბას იურისტმა, პაატა ყვავაძემ BMG-ს დაუდასტურა, მისი...