მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება პერიოდულად ხსნის დაკეტილ ე.წ. საზღვარს და...

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება პერიოდულად ხსნის დაკეტილ ე.წ. საზღვარს და ენგურს გამოღმა უშვებს კორონავირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეებს

Published on

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი. მათ ლაბორატორიული კვლევით არ დაუდასტურდათ კორონავირუსი COVID-19.

ოკუპირებული აფხაზეთის 2 მცხოვრები, ვირუსის სიმპტომებით, ქუთაისის კლინიკაში 11 აპრილს ღამით მოათავსეს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში ამ პაციენტების შესახებ რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრეს, რომ ცოლ-ქმარი სოხუმელები არიან. მათ სეზონური გრიპის დიაგნოზი დაუსვეს.

ბოლო რამდენიმე კვირაა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება პერიოდულად ხსნის დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილ ე.წ. საზღვარს და ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უშვებს კორონავირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეებს.

დღემდე საჯაროდ ცნობილი შემთხვევები ძირითადად, გალის რაიონის მცხოვრებთ უკავშირდებოდა. მათგან ერთს COVID-19 დაუდასტურდა და 29 მარტის შემდეგ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...