მთავარიUncategorizedმოსკოვის მერის განცხადებით, სასაფლაოებზე სააღდგომოდ გასვლა აიკრძალა

მოსკოვის მერის განცხადებით, სასაფლაოებზე სააღდგომოდ გასვლა აიკრძალა

Published on

მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში სასაფლაოებზე სააღდგომოდ გასვლა აიკრძალა. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა. მისი თქმით, საფლავებზე მისვლა მოქალაქეებს მხოლოდ დაკრძალვის ცერემონიის გამო შეეძლებათ, ისიც შეზღუდული რაოდენობით, სხვა შემთხვევაში საფლავებზე გასვლა იკრძალება. მერის თქმით, ჩვეულებრივ აღდგომის დღესასწაულის კვირაში საფლავებზე მილიონობით ადამიანი გადის, რაც ახლა საფრთხის შემცველია.

”სამწუხაროდ, ამ გაზაფხულზე შეუძლებელი იქნება ამის გაკეთება“, – აღნიშნა მერმა.

ამასთან, აღდგომის დღეებში საფლავებზე გასვლის აკრძალვას მხარს უჭერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც. საპატრიარქოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გონივრულია. მათივე თქმით, საფლავებზე არგასვლა არც გარდაცვლილთა ხსოვნას შეურაცხყოფს და არც ცოდვად არ ითვლება.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...