მთავარისიახლეებისაზოგადოებასოხუმში 8 აპრილს გარდაცვლილ 15 წლის ბიჭს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სოხუმში 8 აპრილს გარდაცვლილ 15 წლის ბიჭს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Published on

კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების გამო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ პნევმონიის დიაგნოზით სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ 15 წლის ბიჭს, რომელიც 8 აპრილს გარდაიცვალა, კორონავირუსი არ ჰქონდა.

შტაბის ინფორმაციით, ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამავე შტაბის განცხადებით, ბიჭს 7 წლის ასაკიდან ჰქონდა ფილტვების სერიოზული პრობლემა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ცნობით, ამ დროისთვის დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების ორი ფაქტი.

დე ფაქტო ხელისუფლება პირველ შემთხვევად თვლის გაგრელ მამაკაცს, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში იმყოფებოდა. მას კორონავირუსი 7 აპრილს დაუდგინეს. 8 აპრილს, ე.წ. ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ COVID-19 დაუდასტურდა ამ პირთან კონტაქტში მყოფ მამაკაცს.

დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ გაგრაში გამოაცხადა კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 8-დან დილის 7 საათამდე მოქმედებს.

დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში COVID-19-ის პირველ შემთხვევად არ თვლის კორონავირუსით გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრის დაავადებას. 50 წლის ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. მას უკვე აღენიშნებოდა კორონავირუსის სიმპტომები. იმავე ღამით, პაციენტს დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნეს. ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 30 მარტს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიამ“ დაადასტურა, რომ პაციენტს COVID-19 აქვს.

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას დაბადების დღეა ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში...