მთავარისიახლეებიმსოფლიოსაინტერესო დეტალები კანადიდან

საინტერესო დეტალები კანადიდან

Published on

კანადაში, ქალაქ ტორონტოს მახლობლად, პანდემიასთან ბრძოლის სწრაფი რეაგირების ჯარი განლაგდა. COVID-19 -თან გასამკლავებლად, კვებეკის პროვინცია ერთადერთია, რომელმაც კანადის ჯარს დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართა. გასულ კვირას კანადის თავდაცვის მინისტრმა, პარჯიტ საჯანმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაშია 24 ათასი რეგულარული და სარეზერვო ჯარის მოსამსახურეები. მისი თქმით, ისინი მზად არიან მოსახლეობას დახმარება გაუწიონ, როგორც საკვებით, ასევე სხვა სახის საჭირო ინვენტარით, რაც პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში დასჭირდებათ. ბორდენში აღნიშნული ძალები ოპერატიულ ჯგუფს შექმნიან, რომელიც ცენტრალიზებულად ბაზაზე განთავსდება და კანადის მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, იმოქმედებს. JTFC -ოპერატიული ჯგუფი მზად არის დაეხმაროს კანადის საზოგადოებრივ ჯანდაცვას, უშიშროებისა და სხვა უწყებებს, კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად. ქალაქ ტორონტოს მერმა, ჯონ თორიმ მიმართა მოიჯარეებს ხელი შეუწყონ მცირე ბიზნესს და დროებით, კორონა ვირუსის პერიოდში მათთგან გადასახადები არ მოითხოვონ. Boost Agents- ის პრეზიდენტმა, ტრინა ბუსმა, აღნიშნა რომ, სხვადასხვა სფეროს ათეულ ათასობით ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, თუმცა ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა იპოვა სამსახური კომერციულ საკითხებზე ორიენტირებულ კომპანიებში და ონლაინ სარეკლამო სააგენტოებში. მისი თქმით, ისინი ახლა სახლიდან გაუსვლელად მუშაობენ, „ეს კარგი დროა ასეთი ტიპის კომპანიებისთვის, რათა ღირებული და დასაფასებელი ადამიანები თავიანთი კომპანიებისთვის შეარჩიონ“.

ფოტო : გიორგი ჯაბუა, კანადა, ქალაქი ტორონტო

ავტორი-თამარ შონია

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...