მთავარისიახლეებისამართალინიკა გვარამია: ,,გილოცავთ, საქართველოს ისტორიაში პირველად გვყავს სისტემისა და მთავრობის მამხილებელი მოსამართლე!''

ნიკა გვარამია: ,,გილოცავთ, საქართველოს ისტორიაში პირველად გვყავს სისტემისა და მთავრობის მამხილებელი მოსამართლე!”

Published on

,,გილოცავთ, საქართველოს ისტორიაში პირველად გვყავს სისტემის და მთავრობის მამხილებელი მოსამართლე ! ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა! '' –  ასე გამოეხმაურა რუსთავი 2 – ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს ორმა  მოსამართლემ გაახმაურა მათზე  ხელისუფლების ზეწოლის ფაქტები და ამ საქმის გამოძიება მოითხოვა.
 
დღეს  ცნობილი გახდა, რომ მთავარ პროკურატურაში ე.წ. მოსამართლეების საქმეზე გამოძიებაა დაწყებული. 
პროკურატურის პრესსამსახური ადასტურებს, რომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ,  რომლებიც კოლეგიის ფარგლებში მონაწილეობდნენ რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში,  განცხადება შეიტანეს მთავარ პროკურატურაში და  სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესწავლა მოითხოვეს. როგორც ირკვევა,  ბესარიონ ალავიძეს და ბატონ პაატა ქათამაძეს ამ განცხადებით  ნახევარი თვეა  მიუმართავთ და ამდენივე ხანია   პროკურატურა აწარმოებს ძიებას  მაგრამ საზოგადოებისთვის და რუსთავი 2 – ისთვის ეს მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
 
ქვეყანაში მოსამართლეებზე ზეწოლაში მოულოდნელი არაფერია, მაგრამ ინფორმაცია სკანდალურია იმდენად, რამდენადაც პროკურატურა ვალდებული იყო, საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ განეცხადებინა ამის თაობაზე, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. 
 
 განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხვალ 12 საათზე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი საგანგებო ბრიფინგს გამართავს, დღეს კი  პირველ კომენტარს აკეთებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი. 
 
„ალბათ, შეუძლებელია, ეს არ დაუკავშირო იმ ზეწოლას, რომელზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ. შეგახსენებთ, ეს არის ის კოლეგია, რომელიც იძიებდა ჩვენ საქმეს, ეს ორი მოსამართლე შედის სწორედ იმ კოლეგიაში, რომელიც 21 ნოემბერს მთელი ღამის განმავლობაში იხილავდა ჩვენ საჩივარს და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქმე დიდი პალატისთვის გადაეცათ და თავიდანვე იგრძნობდა, რომ ამ მოსამართლეებმა როგორღაც გაუძლეს გარკვეულწილად ზეწოლას და პირდაპირ პასუხისმგბელობა აირიდეს და მთელ სისტემას გაადაკისრეს პასუხისმგებლობა, ვინაიდან, მიმდინარეობდა ზეწოლა რუსთავი 2-ის საწინააღმდეგოდ გამოეტანათ გადაწყევტილება.'' განაცხადა თამთა მურადაშვილმა. 
 
მისი თქმით, ამ დაყოვნებას ხსნის ის ფაქტი, რომ ხელიუფლებამ სცადა მაქსიმალურად  გამოეყენებინა ეს დრო მოსამართლეების დისკრედიტაციისათვის. 
 
„გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც ფიქსირდება მათი გვარები  ინმ კონტექსტში, რომ ვითომ რაღაც გარიგებაში არიან ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა ცდილობს, რომ შავი ლაქა მოსცხოს თავიანთ პროფესიულ საქმიანობაშიპატიოსნებით და კეთილსინდისიერებით ცნობილ  .ამ ადამიანებს,  დაკანონდამრღვევებად  გამოიყვანოს ისინი “ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
იურისტის თქმით, დღეს ყველა ნიშანია იმისა, რომ სახელმწიფო ნამდვილად ზეწოლას ახორციელებს სასამართლოზე.
 
პროკურატურაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები,  თავად მოსამართლეებს უკვე ჩამოართვეს ჩვენებები და  ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება , რომლის  ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გადამოწმების მიზნით.  ,,გამოძიება წარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით.“ – განაცხადა საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა რუსთავი 2 – ის ეთერში.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...