მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მამა-შვილი აბსანძეები სოციალური დისტანციის დარღვევისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმეს

ზუგდიდში მამა-შვილი აბსანძეები სოციალური დისტანციის დარღვევისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმეს

Published on

მამა-შვილი ლადო და ლევან აბსანძეები 30 მარტს სუპერმარკეტ „ჯიბეში“ სოციალური დისტანციის დარღვევისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ მოქალაქე ლადო აბსანზე ფეისბუქ-გვერდზე წერს. “გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი არასასიამოვნო ინცინდენტი ჩემ დაჯარიმებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე, მე ამ სიტუაციამ დამანახა, რომ ვცხოვრობ ჯანსაღ და თანადგომის უნარიან საზოგადეობაში, პოსტი იმის შესახებ, რომ დამაჯარიმეს იმის გამო, რომ საკუთარ შვილთან არ მქონდა დისტანცია დაცული, აღშფოთებულ მდგომარეობაში დავწერე.ნამდვილად არ მოველოდი ასეთ რეაქციას და საზოგადოების მხარდაჭერას. პირველივე წუთებიდან, მხარდაჭერის ინიციატივით გარდა მეგობრებისა და ნაცნობების დამიკავშირდნენ: ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, იურისტები, სახალხო დამცველი, შსს გენერალური ინსპექცია, ასევე ამ ფაქტით დაინტერესდა და შემეხმიანდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი მერაბ ქვარაია. მოკლედ, იმედის მომცემია ეს ყველაფერი. ასეთ საზოგადოებაში მოცემული უპრეცენდენტო ვითარებაც კი გადალახვადია, კიდევ ერთხელ დამეუფლა სიამაყის გრძნობა, რომ მეც ამ საზოგადოებას წარმოვადგენ, მეც შევეცდები ვიყო ამ უნიკალური საზოგადოების ღირსეული წევრი. მჯერა, რომ უფლის მფარველობით ყველა სირთულეს გადავლახავთ.“,- ამბობს იგი.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...